წაარ
თვა, მაგრამ პრომეთე ავიდა ოლიმპოზე, ცეცხლი ლერწმის ღეროში ჩადო, ოლიმპოდან გამოიტაცა, ადამიანებს გადასცა და მისი შენახვა ასწავლა. ზევსი ამ ამბავმა კიდევ გააჯავრა და მან, ღმერთების სურვილების წინააღმდეგ წასვლისათვის, ბრძანა, რომ პრომეთე მიეჯაჭვათ კავკასიონის მთის ერთ-ერთ კლდეზე. მიჯაჭვულ გოლიათთან ყოველდღე მიფრინდებოდა არწივი და გმირს ღვიძლს უძიძგნიდა, მაგრამ ღამ-ღამობით მტანჯველი წყლული ისევ შუშდებოდა.
პრომეთეს მითი გავრცელებული იყო მთელს ხმელთაშუა ზღვის აუზში და კავკასიაშიც, სადაც იგი ამირანის შესახებ თქმულებას შეერწყო მრავალი საერთო ნიშნისა და დეტალის გამო